The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლილი გოქსაძე

ლილი გოქსაძე
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1935
გარდაცვ. თარიღი:2015  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის რომანულ-გერმანული ენებისა და ლიტერატურის განყოფილება 1957 წელს.

1957-1959 წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ინგლისური ენის მასწავლებლად; 1958-1959 წწ. თბილისის 55 საშუალო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლად; 1959-1962 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1962-1969 წწ. ამავე უნივერსიტეტის  ინგლისური ფილოლოგიის კათედრის მასწავლებელი; 1969-1990 წწ. ამავე კათედრის დოცენტი, 1990 წლიდან - პროფესორი. 2009 წელს მიენიჭა პროფესორ–ემერიტუსის სტატუსი; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია, 13 სახელმძღვანელო და მონოგრაფია – "ქართულ–ინგლისური ყოფითი თავისებურებები" (1977). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (2004).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.126; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.163; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    An advanced course in current english grammar = თანამედროვე ინგლისური ენის გრამატიკის უმაღლესი კურსი : შეიცავს 3 ტომს / ლილი გოქსაძე, სალომე ბოლქვაძე, მანანა გიგინეიშვილი, ნანა მამაცაშვილი, დარეჯან სირია .-თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1998

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: