The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გენადი ბურჭულაძე

გენადი ბურჭულაძე
დაბადების თარიღი:11 აპრილი, 1940
გარდაცვ. თარიღი:14 მაისი, 2006  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1968 წელს.

სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, პედაგოგიურს ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის (ქალაქი გორი) ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე. მისი ძირითადი შრომები ეხება ლაკურ–დარგუულ და ხუნძურ–ანდიურ–დიდოურ ენათა ისტორიულ ფონეტიკას, მორფოლოგიასა და ლექსიკას. ქართული გრამატიკის საკითხებს ეძღვნება: "ინტერესის მიცემითის შესახებ ქართულში" (1978), "ერთგვარშემასმენლიანი შერწყმული წინადადების შესახებ ქართულში" (1978), და სხვ. მისი საგანგებო კვლევების საგანია იბერიულ–კავკასიურ ენათა საერთო ლექსიკა, როგორც ამ ენათა შორის რეგულარული სახის კანონზომიერი ბგერათშესატყვისობების დადგენის ერთადერთი წყარო. ქართველური და მთის იბერიულ–კავკასიურ ენათა სპეციალისტი. გამოქვეყნებული აქვს 350-მდე ნაშრომი, მათ შორის სამი მონოგრაფია. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1987).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სახელთა ბრუნვა ლაკურ ენაში", დაიცვა 1970 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "პიროვანი უღვლილების ჩამოყალიბება ლაკურ ენაში", დაიცვა 1981 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.508; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.109

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ჟურნალ "ბურჯი ეროვნებისას" რედკოლეგია, წევრი
  • ჟურნალ "იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულის" რედკოლეგია, წევრი
  • ჟურნალ "საენათმეცნიერო ძიებანის" რედკოლეგია, წევრი
  • ჟურნალ "ქართული მეტყველების კულტურის საკითხების" რედკოლეგია, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტთან არსებული სადოქტორო ხარისხის მიმნიჭებელი საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2005 - არნოლდ ჩიქობავას სახელობის პრემია
  • 2000 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: