The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რობერტ გოქსაძე

დაბადების თარიღი:8 მარტი, 1931
გარდაცვ. თარიღი:26 თებერვალი, 2016  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1953 წელს.

1957-1964წწ. მუშაობდა თბილისის ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში ტექნოლოგიური პროცესების მათემატიკური მოდელირების განყოფილების გამგედ; 1964-1975წწ. ხელმძღვანელობდა იმავე განყოფილებას  თბილისის მეტროლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში; 1975-1990წწ. იყო მიკროელექტრონიკის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში "მიონი" მათემატიკური მოდელირების ლაბორატორიის გამგე; პარალელურად ლექციებს კითხულობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უმაღლესი მათემატიკისა და მიკროელექტრონიკის კათედრაზე; 1997 წლიდან არის მართვის სისტემების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; მისი კვლევის მიმართულებაა ტექნოლოგიური პროცესების მათემატიკური მოდელირება და ზოგადი ფარდობითობის თეორიის საკითხები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1972).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.126

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

გააზიარე: