შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რობერტ გოქსაძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1953 წელს. 1957-1964წწ. მუშაობდა თბილისის ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში ტექნოლოგიური პროცესების მათემატიკური მოდელირების განყოფილების გამგედ; 1964-1975წწ. ხელმძღვანელობდა იმავე განყოფილებას თბილისის მეტროლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში; 1975-1990წწ. იყო მიკროელექტრონიკის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში "მიონი" მათემატიკური მოდელირების ლაბორატორიის გამგე; პარალელურად ლექციებს კითხულობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უმაღლესი მათემატიკისა და მიკროელექტრონიკის კათედრაზე; 1997 წლიდან არის მართვის სისტემების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; მისი კვლევის მიმართულებაა ტექნოლოგიური პროცესების მათემატიკური მოდელირება და ზოგადი ფარდობითობის თეორიის საკითხები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1972). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.126 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |