The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი შენგელაია

გიორგი შენგელაია
დაბადების თარიღი:11 მაისი, 1937
გარდაცვ. თარიღი:17 თებერვალი, 2020  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (მოსკოვი) 1959 წელს.

1955-1959წწ. იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი; 1959 წლიდან რეჟისორი; არის რეჟისორი ფილმებისა: "ალავერდობა" (1963), "მაცი ხვიტია" (1965), "ფიროსმანი" (1969), "ვერის უბნის მელოდიები" (1973), "სიყვარული ყველას უნდა" (1980), "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (1984), "ხარება და გოგია" (1987), "სიყვარული ვენახში" (2000), "მიდიოდა მატარებელი" (2005) და სხვ; გადაღებულია ფილმებში: დათო ("ჩვენი ეზო", 1956), გიორგი ("ოთარაანთ ქვრივი", 1957), ვაჟა ("ქვიშანი დარჩებიან", 1976), გელა ("ამბავი ერთი ქალიშვილისა", 1960), გოგია ("რაც გინახავს ვეღარ ნახავ", 1965). მიღებული აქვს: ამიერკავკასიისა და უკრაინის რესპუბლიკის კინოფესტივალის დიპლომი (1966),  ბერგამოს (იტალია) მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი "დრაკონი" და ფიპრეისის დიპლომი (1966), დიდი ბრიტანეთის კინოსტუდიის პრემია (1973)ჩიკაგოს მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის დიდი პრიზი "ოქროს იუგო" (1974), აზოლას (იტალია) საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი პრემია (1974), ფინეთის ხელოვნების აკადემიის პრიზი (1975), საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია (1980), ბერლინის კინოფესტივალი "ვერცხლის დათვი", პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (1986), თბილისის საერთაშორისო მე-19 კინოფესტივალის პრიზი საპატიო "პრომეთე" (2018) და სხვა პრიზები.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ.,1998-1999. - გვ. 348; ეროვნული ფილმოგრაფია: web.archive.orgწიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 1997. - გვ.81

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1985 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1985 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: