შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი გოშაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კვაშხიეთი, ონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი 1952 წელს. 1957-1960წწ. მუშაობდა გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" სამრეწველო–ტექნოლოგიური ლიტერატურის რედაქციის გამგედ; 1960-1967წწ. იყო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის პოლიტეკონომიკის კათედრის დოცენტი; 1980-1992წწ. ამავე კათედრის გამგე; 1967-1973წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტეკონომიკის კათედრის დოცენტი; 1973-1980წწ. პროფესორი; 1992-2004წწ. ეკონომიკური თეორიის კათედრის პროფესორი; მისი სამეცნიერო შრომები ეხება ეკონომიკური თეორიისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ეკონომიკის საკითხებს; ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1973). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.126; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.116 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |