The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი გოშაძე

გივი გოშაძე
დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1928
გარდაცვ. თარიღი:5 იანვარი, 2004  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კვაშხიეთი, ონის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი 1952 წელს.

1957-1960წწ. მუშაობდა გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" სამრეწველო–ტექნოლოგიური ლიტერატურის რედაქციის გამგედ; 1960-1967წწ. იყო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის პოლიტეკონომიკის კათედრის დოცენტი; 1980-1992წწ. ამავე კათედრის გამგე; 1967-1973წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტეკონომიკის კათედრის დოცენტი; 1973-1980წწ. პროფესორი; 1992-2004წწ. ეკონომიკური თეორიის კათედრის პროფესორი; მისი სამეცნიერო შრომები ეხება ეკონომიკური თეორიისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ეკონომიკის საკითხებს; ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1973).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.126; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.116

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1996-2004)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი
  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის
  • 1982 - საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პრემია
  • 1976 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: