შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ციური ბობოხიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს. 1965 წელს იყო ბორჯომის სანატორიუმ "ლიკანის" ორდინატორი; 1982 წლიდან ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური განყოფილების ორდინატორი, განყოფილების გამგე; 1996-2011წწ. კლინიკა "ენმედიცში" იკავებდა, დირექტორის მოადგილის პოზიციას, ასევე იყო წამყვანი ექიმი-ენდოკრინოლოგი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება შაქრიანი დიაბეტის და თანმხლები გართულებების დროს იმუნური სისტემის გამოკვლევას. ექიმი–ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შაქრიანი დიაბეტის და მისი თანმხლები ღვიძლის დაავადებათა დროს იმუნიტეტის T და B– სისტემების გამოკვლევის კლინიკური მნიშვნელობა", დაიცვა 1982 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.41; Enmedic Clinic • კლინიკა ენმედიცი: facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |