შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ ბოლქვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1984 წელს. 1987–1999წწ. იყო პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. დღემდე აღნიშნული ინსტიტუტის თანამშრომელია; 1999 წლიდან ულტრასონოგრაფიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომის ბავშვთა ასაკის ანემიებზე; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "ერითრონის ასაკობრივი თავისებურებანი ნორმასა და პათოლოგიური მდგომარეობების დროს". ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალურ–ნერვული სისტემის დაზიანების გენებში ტვინის საწინააღმდეგო ანტისხეულების როლი ახალშობილთა ჰომოლიზური დაავადების დროს", დაიცვა 1994 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.42
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |