The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ შაშიაშვილი

თეიმურაზ შაშიაშვილი
Date of birth:20 June, 1951  (72 years)
Category:Public official, Engineer, Scientist, Politician, Political Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტსა და სანქტ-პეტერბურგის უმაღლეს პოლიტიკური სასწავლებელში.

1967-1972წწ. მუშაობდა ქუთაისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სტამბაში მუშად, ინჟინრად; 1974 წელსს დაინიშნა კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილედ; 1978 - ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელად; იყო ქუთაისის მოსახლეობის მიერ არჩეული პარტიული ლიდერი, საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე; 1989-1991წწ. ქუთაისის აღმასკომის თავმჯდომარე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; საქართველოს დემოკრატიული აღმშენებლობისა და პოლიტოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1992); საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1992-1994წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №6.59 ქუთაისის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1993-1995წწ. იყო ქალაქ ქუთაისის პირველი მერი; 1995-1997წწ. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში (იმერეთის მხარის პირველი გუბერნატორი); 1997-2003წწ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში. მონაწილეობდა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მიღებული აქვს ალბერტ შვაიცერის საერთაშორისო დიპლომი და აშშ-ის ქალაქების, კოლუმბიისა და ინდიანაპოლისის საპატიო მოქალაქის წოდება. არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 347; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.174; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.357

Member of Organizations

  • გელათის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • მოძრაობა "დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველო", ერთ-ერთი დამფუძნებელი (1992-)
  • პოლიტიკური პარტია "თეთრები", ერთ-ერთი დამფუძნებელი, პარტიის თავმჯდომარე (2009-)
  • საზოგადოებრივი მოძრაობა "წინ საქართველო!", დამფუძნებელი (2005-)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა კომისია, წევრი (1992-1994)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის თავდაცვის ფონდის საკონტროლო დროებითი კომისია, წევრი (1992-1994)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

Bibliography


Share: