The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ შარაძე

გურამ შარაძე
დაბადების თარიღი:17 ოქტომბერი, 1940
გარდაცვ. თარიღი:20 მაისი, 2007  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი, სოფელი გურიანთა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს.

1966-1967წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსთაველის კაბინეტის თანამშრომელი; 1967-1972წწ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-1975წწ. სწავლული მდივანი; 1975-1978წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978-1985წწ. ტექსტოლოგიის განყოფილების გამგე; 1985-1992წწ. ინფორმაციისა და ბიბლიოგრაფიის განყოფილების გამგე; 1992 წლიდან ქართული ემიგრანტული მწერლობის განყოფილების გამგეა; 1992-1993წწ. იყო ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი; 1994-1995წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი; 1996-1997წწ. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა პარიზიდან და ჰარვარდიდან ეროვნული არქივის სამშობლოში დაბრუნება. 1999 წელს გურამ შარაძემ შექმნა ზეპარტიული ეროვნული მოძრაობა "საქართველო უპირველეს ყოვლისა", ხოლო 2001 წელს მოძრაობა "ენა, მამული, სარწმუნოება". 

სადოქტორო დისერტაციის თემა - "თეიმურაზ ბაგრატიონის ცხოვრება და მოღვაწეობა", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 345

          https://guramsharadze.wordpress.com/biografia/

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველო-უნგრეთის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების საზოგადოება, პრეზიდენტი
  • საქართველოს ივანე მაჩაბლის სახელობის საზოგადოება, თავმჯდომარე
  • საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-2003)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1997-)
  • ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესი, ვიცე-პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • უნგრეთის რესპუბლიკის ოქროს მედალი, უნგრეთის ინტერესების დაცვისათვის მთელ მსოფლიოში
  • ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენი
  • მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
  • ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემია
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: