Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ შარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გურიანთა, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს. 1966-1967წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსთაველის კაბინეტის თანამშრომელი; 1967-1972წწ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-1975წწ. სწავლული მდივანი; 1975-1978წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978-1985წწ. ტექსტოლოგიის განყოფილების გამგე; 1985-1992წწ. ინფორმაციისა და ბიბლიოგრაფიის განყოფილების გამგე; 1992 წლიდან ქართული ემიგრანტული მწერლობის განყოფილების გამგეა; 1992-1993წწ. იყო ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი; 1994-1995წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1996-1997წწ. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა პარიზიდან და ჰარვარდიდან ეროვნული არქივის სამშობლოში დაბრუნება; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999 წელს გურამ შარაძემ შექმნა ზეპარტიული ეროვნული მოძრაობა "საქართველო უპირველეს ყოვლისა", ხოლო 2001 წელს მოძრაობა "ენა, მამული, სარწმუნოება". სადოქტორო დისერტაციის თემა - "თეიმურაზ ბაგრატიონის ცხოვრება და მოღვაწეობა", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი.– თბ.,1998-1999.- გვ. 345; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; guramsharadze.wordpress.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.286; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 355 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |