შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლერი გოშაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1962 წელს. 1960-1963წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში "საქქალაქმშენსახპროექტი"; 1963-1967წწ. საკავშირო საპროექტო ინსტიტუტის "სოიუზკურორტპროექტის" საქართველოს ფილილში არქიტექტურული ჯგუფის ხელმძღვანელად; 1967-1998წწ. კვლავ "საქქალაქმშენსახპროექტში" პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1999-2005წწ. შპს "თბილქალაქპროექტის" ქალაქგეგმარების სამმართველოში ჯგუფის ხელმძღვანელად; 2005 წლიდან იყო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის სამმართველოს განყოფილების გამგე; მისი ძირითადი ნამუშევრებია: რუსთავის გენგეგმა (1967), მესტიის გენგეგმა (1973), ზუგდიდის განვითარებისა და რეკონსტრუქციის გენგეგმა (1977), ქუთაისის გენგეგმა (1978), ქალაქ–კურორტი გაგრის გენგეგმა (1979). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.127 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |