The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოლომონ გოშაძე

სოლომონ გოშაძე
სხვა სახელი:ს. განწირული  (ფსევდონიმი)
სოლ–გ–ძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:28 აპრილი, 1880
გარდაცვ. თარიღი:24 აპრილი, 1908  (27 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. თელავი
კატეგორია:პოეტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

1897 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი "კვალში"; 1905-1907წწ. რევოლუციის პერიოდში მიიქცია ყურადღება სამოქალაქო და პოლიტიკური ხასიათის ლექსებით, რომლებსაც აქვეყნებდა ფსევდონიმებით: "სოლ–გ–ძე" და "ს. განწირული"; წერდა პიესებსაც; მისი პიესა "კიდევ ბნელა"(1901) ცენზურამ აკრძალა; 1900 წელს ჩამოაყალიბა დრამატული დასი, რომელიც კახეთის რეგიონში სპექტაკლებს დგამდა; ასევე მართავდა ლიტერატურულ საღამოებს, ხოლო შემოსავალს საქველმოქმედო საქმეს ახმარდა; რევოლუციური საქმიანობისათვის იყო დაპატიმრებული. თელავის გამგეობის ხმოსანი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.127; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.703; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.97

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: