შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი შაიშმელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნუკრიანი, სირნაღის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1963 წელს. 1974-1975წწ. იყო რომის ურბანისტიკის ინსტიტუტის სტაჟიორი; 1980 წლიდან საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი; 1989-1995წწ. საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული გეგმარების კათედრის გამგე; 1992-1995წწ. საქართველოში ურბანისტიკის კათედრის დამფუძნებელი და მისი პირველი გამგე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაის საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1993-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთობა", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2000-2003წწ. მუშაობდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში "მცხეთის მემკვიდრეობისა და ტურიზმის მასტერგეგმაზე" ექსპერტად, საერთაშორისო საავტორო ჯგუფის წევრად; 2008 წელს ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და თბილისის ისტორიული ნაწილის ექსპერტად; 1992 წლიდან საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორია; 2008 წელს მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრისა და აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერთიფიკატი (გაიარა სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიების ზოგადი კურსი); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სრული პროფესორია (2006) და ურბანული დაგეგმარების მიმართულების ხელმძღვანელი (2007); არის არქიტექტურის დოქტორი; მონაწილეობდა არქიტექტორთა სტამბოლის XII მსოფლიო კონგრესის მუშაობაში, მის მიერ შემუშავებული "მცხეთის მემკვიდრეობისა და ტურიზმის მასტერგეგმის" ინტერპრეტაცია; 2006-2007წწ. წმ. სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსში იყო წარმომადგენელი; 100-ზე მეტი არქიტექტურულ-ქალაქგეგმარებითი პროექტისა და 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. პროფესორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ, - 1998-1999. - გვ. 343; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.603-604; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.352; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.17 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |