შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ შავთვალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: წითელწყაროს რაიონი (ახლანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი). დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი 1980 წელს; 1992 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლესი სკოლა ერთობლივ საწარმოთა ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობით 1992 წელს. 1968-1969წწ. იყო მშენებელი მუშა; 1971-1975წწ. ცეცხლფარეში, მექანიკოსი, საწყობის გამგის თანაშემწე; 1980-1992წწ. უფროსი ინჟინერი, სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი, მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1988-1990წწ. იყო პოლიტიკურ გაზეთ "ამბიონის" ერთ-ერთი გამომცემელი; 1992-1995წწ. გენერალური დირექტორის მოადგილე, წარმოების უფროსი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 343; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 351 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |