The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ყურაშვილი

თამაზ ყურაშვილი
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1947
გარდაცვ. თარიღი:28 თებერვალი, 2023  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1970 წელს; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

1968-1969წწ. იყო ფილარონიის ანსამბლ "დიელოს", 1970 წელს ანსამბლ "ჩანგის, 1968-1982წწ. რადიოსა და ტელევიზიის კომიტეტის საესტრადო ორკესტრის სოლისტი; 1979 წელს ჯაზ-ანსამბლის ხელმძღვანელი; 1983-1985წწ. საესტრადო-სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. არის კომპოზიტორი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა: "სუფთა დაფა" (1982), მხატვრული ფილმისა "ისინი" (1993), თელავის დრამატული თეტრის სპექტაკლისა "ათვინიერებენ მიმინოს" (1985) და სხვ. წლების განმავლობაში მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ფესტივალებში: პოლონეთი, ბულგარეთი, იუგოსლავია, ჩეხეთი. იყო მრავალი ქვეყნის ჯაზის ფესტივალების ლაურეატი. 1987 წლიდან, წლების განმავლობაში მუშაობდა აშშ-ში, ჯაზის ცნობილ შემსრულებლებთან, ჯონ ბერდთან და სტივენ ჯორდანთან ერთად. მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ კონცერტსა და ჯაზის საღამოებში. იყო პირველი, ვისაც ჯაზის სფეროში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2011 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. ქართველი ჯაზმენი. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ, - 1998-1999. - გვ. 342; imedinews.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • თბილისის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: