შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ბოჭოიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ტიუმენის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1975 წელს. 1975–1976წწ. იყო კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ინტერნი; 1976–1978წწ. ექიმი–ორდინატორი; 1979–1985წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986 წელს უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1997 წლიდან განყოფილების გამგე; 1978–1980წწ. იყო მოსკოვის პროქტოლოგიის, 1980–1982წწ. მოსკოვის ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის, 1983–1986წწ. მოსკოვის მე–2 სამედიცინო ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქრონიკული დუოდენალური გაუვალობის ქირურგიული მკურნალობის არჩევის მეთოდი", დაიცვა მოსკოვში 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.43
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |