შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ერმილე ბურჭულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სამება, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასპირანტურა 1934 წელს. 1934 წლიდან მუშაობდა სკკპ ცკ-თან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინტიტუტის საქართველოს ფილიალში უფროს მეცნიერ მუშაკად; 1935-1937წწ. იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანი; 1937-1939წწ. საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარი; 1939-1947წწ. ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორი და მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე; 1953-1954 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 1954-1957წწ. საქართველოს კპ ცკ-თან არსებული პარტსკოლის პროფესორი; 1957 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სკკპ ისტორიის, ხოლო 1968 წლიდან მეცნიერული კომუნიზმის კათედრის პროფესორი. ავტორია მონოგრაფიებისა მეცნიერული კომუნიზმის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1950). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.508 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |