შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკატერინე ბურჯანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზია 1905 წელს. მასწავლებლად მუშაობდა 40 წლის მანძილზე თბილისის საკვირაო, ქალთა საზოგადოების, მე–2 საქალაქო, მე–18 საშუალო და 53–ე საშუალო სკოლებში; თანამშრომლობდა ჟურნალ "ნაკადულში". მისი პედაგოგიური წერილები, მხატვრული მოთხრობები და თარგმანები იბეჭდებოდა ქართული ჟურნალ–გაზეთების ფურცლებზე; 1927 წლიდან თავის დასთან, ნინო ბოცვაძესთან ერთად მუშაობდა სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენაზე; 1944 წელს მათ იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" საფუძველზე შეადგინეს საშუალო სკოლის დაწყებითი კლასების ქართული ენის სახელმძღვანელო. საბავშვო მწერალი, მეთოდისტი, მთარგმნელი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ. 509 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |