The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკატერინე ბურჯანაძე

ეკატერინე ბურჯანაძე
ოფიციალური სახელი:ეკატერინე ბაქრაძე
დაბადების თარიღი:6 დეკემბერი, 1885
გარდაცვ. თარიღი:7 თებერვალი, 1972  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზია 1905 წელს.

მასწავლებლად მუშაობდა 40 წლის მანძილზე თბილისის საკვირაო, ქალთა საზოგადოების, მე–2 საქალაქო, მე–18 საშუალო და 53–ე საშუალო სკოლებში; თანამშრომლობდა ჟურნალ "ნაკადულში". მისი პედაგოგიური წერილები, მხატვრული მოთხრობები და თარგმანები იბეჭდებოდა ქართული ჟურნალ–გაზეთების ფურცლებზე; 1927 წლიდან თავის დასთან, ნინო ბოცვაძესთან ერთად მუშაობდა სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენაზე; 1944 წელს მათ იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" საფუძველზე  შეადგინეს საშუალო სკოლის დაწყებითი კლასების ქართული ენის სახელმძღვანელო. საბავშვო მწერალი, მეთოდისტი, მთარგმნელი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ. 509

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1939 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია

  • დედა ენა : 1-ლი კლასისათვის (თანაავტორი) // ნაწ. 2 : ანბანის შემდეგ საკითხავი წიგნი. - თბილისი, განათლება, 1980. - 95გვ.
  • დედა ენა : ანბანის შემდეგ საკითხავი წიგნი. 1-ლი კლასისათვის (თანაავტორი). - თბილისი, განათლება, 1971. - 127გვ.
  • დედა ენა (თანაავტორი) // ნაწ. 1 : ანბანი : 1-ლი კლასის სახელმძღვ.. - თბილისი, განათლება, 1965. - 112გვ.

გააზიარე: