The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ემირ ბურჯანაძე

ემირ ბურჯანაძე
დაბადების თარიღი:3 მაისი, 1937
გარდაცვ. თარიღი:18 სექტემბერი, 2014  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დიზაინერი, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1964 წელს.

1963–1969წწ. მისმა  სადიპლომო სერიებმა "ხევი" და "შრომის სიმღერები" საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. მუშაობდა ტექნიკური ესთეტიკის საკავშირო ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის სამრეწველო გრაფიკის განყოფილების მხატვარ–კონსტრუქტორად. მის მიერ შექმნილი 7 საფირმო ნიშანი შესულია იტალიაში გამოცემული საფირმო და სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო კატალოგში. 1973 წლიდან იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი გრაფიკის კათედრასთან არსებული შრიფტის სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორიის უფროსი. შექმნილი აქვს ქართული სასწავლო, მხატვრული და სარეკლამო შრიფტების ტაბულები, ჩართული ანბანის სრული ციკლი. ემირ ბურჯანაძე არის თბილისის სიმბოლიკის(თბილისის დროშა, გერბი, სიმბოლო, სიმბოლური გასაღები), საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების (დავით აღმაშენებლის, ვახტანგ გორგასლის I, II, III ხარისხის, ღირსების ორდენები, მედალი "საბრძოლო დამსახურებისათვის"), თბილისის სამხატვრო კადემიის ემბლემის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და კოლეჯის ემბლემის და უმაღლესი ჯილდო ივანე ჯავახიშვილის მედლის, დავით სარაჯიშვილის მედლის და დროშის, საქართველოს სამხედრო საინჟინრო აკადემიის ემბლემის, საქართველოს სასაზღვრო ძალების გერბის, გიორგი მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიის და სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ემბლემის, ხალხური მხატვრული წარმოების გაერთიანება "სოლანის" ემბლემის, საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტრო ემბლემის, სასულიერო აკადემიის და სემინარების სარეკლამო ქვა-ჯვარის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის პირადი ნიშნების და ორდენის, საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფულის მუზეუმის ემბლემის, ოთარ ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის ემბლემის, ქართული კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის უამრავი გამოცემის ავტორი. იგი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისადმი და ქრისტეშობის 2000 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო 10 ლარიანი მონეტების შემქმნელი. წარმატებით მუშაობდა დაზგურ გრაფიკაში. გრაფიკოსი, მხატვარ–მონუმენტალისტი, დიზაინერი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.509; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.60

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - ხობის საპატიო მოქალაქე
  • 2005 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1990 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: