The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარლამ ბურჯანაძე

ვარლამ ბურჯანაძე
დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1877
გარდაცვ. თარიღი:7 ოქტომბერი, 1941  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ობჩა, ბაღდათის რაიონი.

დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია 1896 წელს, 1898 წელს წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლა.

მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისის გუბერნიაში, საიდანაც პოლიტიკური მოღვაწეობისათვის 1909 წელს გაასახლეს. 1911 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვლადიკავკაზის ქართული სკოლის გამგედ აირჩია, მაგრამ როგორც არაკეთილსაიმედო პიროვნება 1913 წელს იქიდანაც დაითხოვეს. 1914–1916წწ. ხელმძღვანელობდა  საქართველოში მასწავლებელთა ორგანიზაციასაც. 1919–1920წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს სასკოლო კომისიის თავმჯდომარე და საზოგადოებრივ საწყისებზე რედაქტორობდა ჟურნალ "განათლებას". 1920–1921წწ. იყო სრულიად საქართველოს მასწავლებელთა პროფკავშირების თავმჯდომარე. მას ეკუთვნის 200–ზე მეტი მეთოდური და პედაგოგიური ხასიათის წერილი და ნარკვევვი, არის  ქართული ენის რამდენიმე სახელმძღვანელოს თანაავტორი. ვარლამ ბურჯანაძის ფუნდამენტური ნაშრომი "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ისტორია ამიერკავკასიაში" და ამ საზოგადოების სკოლების ისტორია ხელნაწერის სახით გადაეცა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტს (1991 წლიდან იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი). მეთოდისტი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.509

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, მდივანი (1914-1917)

გააზიარე: