შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ყოლბაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გალი. დაამთავრა მოსკოვის კვების მრეწველობის ინსტიტუტის ეკონომიკა-ორგანიზაციის ფაკულტეტი 1974 წელს. 1974-1975წწ. მუშაობდა გალის რაიონის წყალსადენების ტერიტორიული გაერთიანების ეკონომისტად; 1976-1984წწ. აფხაზეთის ახალგაზრდული რაიონული და საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი; 1984-1990წწ. გალის რაიონის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; 1990-1993წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე; 1992-1995წწ. საქართვწლოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მშვიდობა"; საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1993-1995წწ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, გალის რაიონის გამგებელი (დევნილობაში); 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი გალის საარჩევნო ოლქიდან; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტრი გალის საარჩევნო ოლქიდან; 2000-2002წწ. ეკავა დსთ-ს ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის პოსტი; სამხრეთ კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი; 2013-2019წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე; რამდენიმე წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 340; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 349 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |