The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ყიფშიძე

ზურაბ ყიფშიძე
დაბადების თარიღი:10 აგვისტო, 1953  (70 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1970–1971წწ. სწავლობდა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, შემდეგ გადავიდა მოსკოვში და 1976 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (გერასიმოვასა და მაკაროვის სახელოსნო).

1976 წლიდან არის კინომსახიობთა თეატრისა და კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი. მონაწილეობდა 50-ზე მეტ ფილმში, მათ შორის: "როცა აყვავდა ნუში", "სურამის ციხე", "ბრავო, ალბერ ლოლიშ!", "ნეილონის ნაძვის ხე", "დონ კიხოტი", "მარტოხელა მონადირე", "წუთისოფელი", "ამბავი სურამის ციხისა" და სხვ., აგრეთვე სპექტაკლებში: "შუშანიკის წამება", "ჩვენი პატარა ქალაქი", "მამა", "ზაფხულის ღამის სიზმარი" და სხვ. მიღებული აქვს 1997 - რუსეთის კინოაკადემიის მთავარი პრიზი "Ника", მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შრულებისთვის (1997), რუსთავის თატრალური ფესტივალის გრან-პრი. კინოსა და თეატრის მსახიობი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 339; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


გააზიარე: