შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო ყიფიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა მოსკოვის იურიდიული ინსტიტუტი 1952 წელს. 1952-1953წწ. იყო ქუთაისის პროკურატურის გამომძიებელის კანდიდატი; 1953-1962წწ. ქუთაისის პროკურატურის უფროსი გამომძიებელი; 1962-1964წწ. საკავშირო პროკურატურის უფროსი გამომძიებელი (მოსკოვი); 1964-1973წწ. საქართველოს პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი; 1973-1977წწ. საქართველოს პროკურორის უფროსი თანაშემწე; 1977-1978წწ. საქართველოს პროკურატურის საერთო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი; 1978-1980წწ. საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი; 1980-1991წწ. ამიერკავკასიის ტრანსპორტის პროკურორი; 1991-1997წწ. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე; 1997-1999წწ. საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული. იუსტიციის მე-3 კლასის მრჩეველი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 339; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.281; წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 348 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |