The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო ყიფიანი

სოსო ყიფიანი
ოფიციალური სახელი:რევაზ ყიფიანი
დაბადების თარიღი:26 ნოემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 2009  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა მოსკოვის იურიდიული ინსტიტუტი 1952 წელს.

1952-1953წწ. იყო ქუთაისის პროკურატურის გამომძიებელის კანდიდატი; 1953-1962წწ. ქუთაისის პროკურატურის უფროსი გამომძიებელი; 1962-1964წწ. საკავშირო პროკურატურის უფროსი გამომძიებელი (მოსკოვი); 1964-1973წწ. საქართველოს პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი; 1973-1977წწ. საქართველოს პროკურორის უფროსი თანაშემწე; 1977-1978წწ. საქართველოს პროკურატურის საერთო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი; 1978-1980წწ. საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი; 1980-1991წწ. ამიერკავკასიის ტრანსპორტის პროკურორი; 1991-1997წწ. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე; 1997-1999წწ. საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული. იუსტიციის მე-3 კლასის მრჩეველი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 339; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.281; წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 348

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2001-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2001)
  • საქართველოს სამედიცინო-სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, საპატიო აკადემიკოსი (1998-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული იურისტი

გააზიარე: