შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ბუზოღლი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო საინჟინრო ინსტიტუტი არქიტექტურის განხრით 1909 წელს. 1945–1949წწ. იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ი. კონიაშვილის სახელობის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის არქიტექტურული დაგეგმარებითი განყოფილების უფროსი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმში, ქუთაისში და სხვ. აპროექტებდა სამრეწველო და საკურორტო ნაგებობებს. ძირითადი ნამუშევრებია: ჩაის ფაბრიკები ჩაქვში (1927), ზუგდიდში (1931), "სახკინმრეწვის" ფაბრიკა–ატელიე (1931) თბილისში, საკურორტო სასტუმროები ახტალაში (1932), წყალტუბოში (1935), მენჯში (1935), ფიზიოთერაპიული კომპლექსები და სამკურნალო აბაზანები ბორჯომში (1930), წყალტუბოში (1930), მენჯში (1937) და სხვ. ავტორია კურორტების ქობულეთის (1930), ბორჯომის (1940) დაგეგმარებითი პროექტებისა. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.490
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |