| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ბუზოღლი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო საინჟინრო ინსტიტუტი არქიტექტურის განხრით 1909 წელს. 1945–1949წწ. იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ი. კონიაშვილის სახელობის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის არქიტექტურული დაგეგმარებითი განყოფილების უფროსი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმში, ქუთაისში და სხვ. აპროექტებდა სამრეწველო და საკურორტო ნაგებობებს. ძირითადი ნამუშევრებია: ჩაის ფაბრიკები ჩაქვში (1927), ზუგდიდში (1931), "სახკინმრეწვის" ფაბრიკა–ატელიე (1931) თბილისში, საკურორტო სასტუმროები ახტალაში (1932), წყალტუბოში (1935), მენჯში (1935), ფიზიოთერაპიული კომპლექსები და სამკურნალო აბაზანები ბორჯომში (1930), წყალტუბოში (1930), მენჯში (1937) და სხვ. ავტორია კურორტების ქობულეთის (1930), ბორჯომის (1940) დაგეგმარებითი პროექტებისა. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.490
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

