შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ბუზოღლი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს სამშენებლო–საინჟინრო ინსტიტუტი 1932 წელს. 1933–1934წწ.მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ი. კონიაშვილის სახელობის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის არქიტექტურულ დაგეგმარებით სექტორში, 1934–1938წწ. "მოსკოვპროექტის" მეორე სახელოსნოში, 1938–1941წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპროექტო სახელოსნო "აკადემპროექტში"; 1944 წლიდან იყო "ჰიდროპროექტის" თბილისის ფილიალის არქიტექტურული სექტორის ხელმძღვანელი. ძირითადი ნამუშევრებია: ჩითახევის (1950), სოხუმის (1950), შაორის (1956), გუმათის (1958) ჰიდროელექტროსადგურებისა და მათი მუშათა დასახლების არქიტექტურა. სანატორიუმები "საქართველო" (1956), "კავკასიონი" (1971) გაგრაში. "ივერია" წყალტუბოში და სხვ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.490 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |