The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ბუზოღლი

დაბადების თარიღი:14 აგვისტო, 1912
გარდაცვ. თარიღი:1979  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს სამშენებლო–საინჟინრო ინსტიტუტი 1932 წელს.

1933–1934წწ.მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ი. კონიაშვილის სახელობის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის არქიტექტურულ დაგეგმარებით სექტორში, 1934–1938წწ. "მოსკოვპროექტის" მეორე სახელოსნოში, 1938–1941წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპროექტო სახელოსნო "აკადემპროექტში"; 1944 წლიდან იყო "ჰიდროპროექტის" თბილისის ფილიალის არქიტექტურული სექტორის ხელმძღვანელი. ძირითადი ნამუშევრებია: ჩითახევის (1950), სოხუმის (1950), შაორის (1956), გუმათის (1958) ჰიდროელექტროსადგურებისა და მათი მუშათა დასახლების არქიტექტურა. სანატორიუმები "საქართველო" (1956), "კავკასიონი" (1971) გაგრაში. "ივერია" წყალტუბოში და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.490

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: