The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნადეჟდა ბუზოღლი

ნადეჟდა ბუზოღლი
ოფიციალური სახელი:ნადეჟდა აბაშიძე
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1888
გარდაცვ. თარიღი:20 თებერვალი, 1976  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია1927 წელს.

1938–1944წწ. იყო თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში სოლო სიმღერის პედაგოგი; 1944 წლიდან მუშაობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში.  იგი ავტორია  მეთოდურ–პედაგოგიური ნაშრომისა "ქართული რომანსის გამოყენება მომღერალთა ეროვნული კადრების აღზრდის საქმეში" (თბილისი 1959 წელი, რუსულ ენაზე). პროფესორი (1963), პედაგოგ–ვოკალისტი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.490

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1963 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: