შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ გოჩიტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი ბოდბე. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტი 1969 წელს; ოქსფორდის ნავთობისა და ენერგეტიკული კვლევების კოლეჯი 1997 წელს. 1969 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წულუკიძის სახელობის სამთო მექანიკის ინსტიტუტში; 1989 წლიდან მთავარი მეცნიერ თანამშრომელია; 1992 წლიდან ხელმძღვანელობს სამთო სანტრანსპორტო სიტემების ჯგუფს; 1994 წლიდან არის რამდენიმე საერთაშორისო პროგრამის ექსპერტი სამთო მრეწველობასა და ენერგეტიკაში; 1996-2000წწ. იყო საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი; 2000-2006წწ. სამეცნიერო კოორდინატორი ენერგოეფექტურობის ცენტრში – "საქართველო"; 2003-2006წწ. დირექტორი ტექნოლოგიებისა და განვითარების დარგში – შპს "ჯეოინჟინირინგში"; 2001-2006წწ. ექსპერტ-კონსულტანტი საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში; 2007-2013წწ. მუშაობდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში სხვადასხვა თანამდებობაზე; 2013 წლიდან არის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ავტორია 200-ზე მეტი შრომის, მონოგრაფიის, ენერგეტიკული პროექტის, სამეცნიერო სტატიის; მეცნიერი სამთო მექანიკის, ენერგეტიკული რესურსებისა და მილსადენი ტრანსპორტის დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1989). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.127 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |