The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ გოჩიტაშვილი

თეიმურაზ გოჩიტაშვილი
დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1946  (77 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი ბოდბე.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტი 1969 წელს; ოქსფორდის ნავთობისა და ენერგეტიკული კვლევების კოლეჯი 1997 წელს.

1969 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წულუკიძის სახელობის სამთო მექანიკის ინსტიტუტში; 1989 წლიდან მთავარი მეცნიერ თანამშრომელია; 1992 წლიდან ხელმძღვანელობს სამთო სანტრანსპორტო სიტემების ჯგუფს; 1994 წლიდან არის რამდენიმე საერთაშორისო პროგრამის ექსპერტი სამთო მრეწველობასა და ენერგეტიკაში; 1996-2000წწ. იყო საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი; 2000-2006წწ. სამეცნიერო კოორდინატორი ენერგოეფექტურობის ცენტრში – "საქართველო"; 2003-2006წწ. დირექტორი ტექნოლოგიებისა და განვითარების დარგში – შპს "ჯეოინჟინირინგში"; 2001-2006წწ. ექსპერტ-კონსულტანტი საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში; 2007-2013წწ. მუშაობდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში სხვადასხვა თანამდებობაზე; 2013 წლიდან არის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ავტორია 200-ზე მეტი შრომის, მონოგრაფიის, ენერგეტიკული პროექტის, სამეცნიერო სტატიის; მეცნიერი სამთო მექანიკის, ენერგეტიკული რესურსებისა და მილსადენი ტრანსპორტის დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1989).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.127

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მინერალური რესურსების საერთაშორისო აკადემია, წევრი (1997-)
  • ნავთობის ეკონომიკის საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ეროვნული საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1999-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის აკადემიური საბჭო, წევრი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სერტიფიკაციის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • სს "თბილგაზი" სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: