The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ბუიშვილი

ლევან ბუიშვილი
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1933
გარდაცვ. თარიღი:1996  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვორონეჟი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1956 წელს.

1959–1962წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში; 1962–1966წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში; 1966–1973წწ. ნახევრადგამტარული ხელსაწყოების ფიზიკის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში. 1973 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში. მისი შრომები ეხება პარამაგნიტური სპინური სისტემის სტატისტიკურ თეორიას. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.490

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1993-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1983-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1977 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მყარი სხეულების მაგნიტური რეზონანსის თეორიაში შრომათა ციკლისათვის

გააზიარე: