შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი ბუკია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ზუგდიდის რაიონი, სოფ. ძველი აბასთუმანი. დაამთავრა თბილისის საარტილერიო სასწავლებელი 1936 წელს, 1954 წელს მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია, 1961 წელს საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი. 1938–1939წწ. მონაწილეობდა ხასანის ტბასთან და ხალხინგოლთან გამართულ ბრძოლებში; 1941–1945წწ. სსრკ–გერმანიის ომის დროს იბრძოდა მოსკოვთან, ლენინგრადთან, გომელთან, ჩერნიგოვთან, ბელაია–ცერკოვთან. მონაწილეობდა რუმინეთის, უნგრეთის, ავსტრიის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში. 1945 წელს მონაწილეობდა იაპონელთა კვანტუნის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.490 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |