Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გია გუგუშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მხატვარ-ფერმწერის კვალიფიკაციით 1977 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის მხატვრის სახლის ნატიფი ხელოვნების განყოფილების გამგედ, საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის მდივნად(1988), საქართველოს ფოსტაში "ქართული მარკის" დირექტორად; 2004-2006წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პრორექტორი; 2006-2009წწ. თსსა სრული პროფესორი, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი; 2013 წელს კონკურსის შედეგად აირჩიეს სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სრულ პროფესორად; 2014 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორად; მონაწილეობა აქვს მიღებული არა ერთ ადგილობრივ და საერთაშორისო პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენებში. მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმში, აჭარის ხელოვნების მუზეუმში(ბათუმი), აღმოსავლეთის მუზეუმში(მოსკოვი) კრისტოფ მერიანის ფონდში ბაზელში, ნორტონ დოდჯ მუზეუმში ფილადელფიაში, ასევე ქართულ და უცხოურ კერძო გალერეებში და კოლექციებში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.63; vandaart.gallery; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 82-83 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |