The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ყანჩელი

გია ყანჩელი
ოფიციალური სახელი:გიორგი ყანჩელი
დაბადების თარიღი:10 აგვისტო, 1935
გარდაცვ. თარიღი:2 ოქტომბერი, 2019  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს.

1972-1990 წწ. იყო რუსთაველის თეატრის მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი; 1991-1992 წწ. გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური (DAAD), 1995-1996 წწ. ანტვერპენის სიმფონიური ორკესტრის მიწვეული კომპოზიტორი; განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ "ინ მემორია მიქელანგელო", მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა; ნაყოფიერად თანამშრომლობდა რუსთაველის თეატრთან. მის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება: ოპერა "და არს მუსიკა" (1983), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963); "სევდა ნათელი" – ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985); მუსიკა სპექტაკლებისთვის: "ხანუმა", "კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III" (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები); მუსიკა კინოფილმებისთვის: "არ დაიდარდო", "ქვევრი", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "მიმინო", "შერეკილები", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "როცა აყვავდა ნუში" და სხვ. მიღებული აქვს პრიზი "ნიკა", კინომუსიკისათვის (1987).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., - 1998-1999. - გვ. 336; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.264; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.138 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, I მდივანი (1984-1989)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - ილიას მედალი, "მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა"
    ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის
  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1988 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1981 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1977 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: