Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კოკა ყანდიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1995 წელს. 1982-1990წწ. იყო გაზეთების: "გაზაფხული", "თბილისი", "ნორჩი ლენინელი", "სახალხო განათლება", "ქართული ფილმი", "ახალგაზრდა ივერიელი", "Заря Востока", "Комсомольская Правда" კორესპონდენტი; 1988 წელს მუშაობა დაიწყო სრულიად რუსეთის სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობის კომპანიაში, ხოლო 1992-1997წწ. ქ. თბილისის "საკორესპონდენტო კავშირში" სხვადასხვა თანამდებობებზე; 1995 წლიდან სტუდია "აუდიენციას" დირექტორია; 1997-1999წწ. იყო სრულიად რუსეთის სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობის კომპანიაში ერთ–ერთი ბიუროს გამგე; 1999-2001წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის თავმჯდომარის ადგილე, 2001 – ტელეკომპანია "მეორე არხის" გენერალური დირექტორი, 2003-2004წწ. გადაცემა "რა ხდებას" პოლიტიკური მიმომხილველი; 2004-2013წწ. ტელე-რადიო კომპანია "პრემიერის" გენერალური დირექტორი; 2013 წლის აპრილიდან არის საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. ავტორია გადაცემებისა: "Грузия миллионеров"(1994), "Аудиенция"(1994), "Аджарский мир"(1994), "Исторические элегии"(1995), "აუდიენცია ერთ პირთან"(1996), "ორკესტრი რეპეტიციისთვის"(1994) და სხვ. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 336; www.government.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |