The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ყანდარელი

გივი ყანდარელი
დაბადების თარიღი:21 თებერვალი, 1933
გარდაცვ. თარიღი:7 ივნისი, 2006  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი.

1960 წლიდან იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტზე; 1965-1966წწ. გაიარა სტაჟირება პრაღაში ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში (UMPRUM); 1973 წლიდან ასწავლიდა ფერწერას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე; 1982 წელს მისი გობელენი "ფიროსმანის სიზმარი" შეირჩა და გამოიფინა შვეიცარიაში, ლოზანას ბიენალეზე; იმავე წელს საფრანგეთის ქალაქ ნანტში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა; მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა ესპანეთში; 1986 წელს აირჩიეს თბილისის სამხატვრო აკადემიის გობელენისა და მხატვრული ქსოვილების კათედრის გამგედ; 1988 წელს იმართება მისი პერსონალური გამოფენა აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში; 1990 წელს მიწვეულ იქნა პეკინის გამოყენებითი ხელოვნების ცენტრალურ აკადემიაში ლექციების კურსის ჩასატარებლად; 1994 წელს პერსონალური გამოფენა პალერმოში, იტალია. 1995 წლიდან მიიწვიეს თბილისი კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხალხური რეწვის სახელოსნოს ხელმძღვანელად; 2000-2002წწ. იგი მიწვეული იყო ჩინეთის შანდუნის პროვინციის გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტში და პროვინცია ხელუნძიანის უნივერსიტეტში ლექციების კურსის ჩასატარებლად, მიწვეული პროფესორის რანგით. 2003 წელს გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა თბილისში. პროფესორი (1987), გობელენის ოსტატი, კერამიკოსი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ.,1998-1999. - გვ. 336; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.152

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1998-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, მდივანი (1978-1982)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1983 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1980 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: