The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ ღოღობერიძე

თეიმურაზ ღოღობერიძე
Date of birth:22 August, 1954  (70 years)
Category:Businessmen, Engineer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტატი სპეციალობით რადიოკავშირგაბმულობა და რადიომაუწყებლობა 1980 წელს.

1971-1973წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის მუშა; 1973-1974წწ. 38-ე ტექნიკური სასწავლებლის მოსწავლე; 1974-1975წწ. თბილისის 31-ე საავიაციო ქ-ნის მუშა; სამხედრო სასწავლო შეკრება (1980); 1980-1981წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ინჟინერი; 1981-1985წწ. კავშირგაბმულობის სამინისტროს თბილისის ორჯონიკიძის რაიონის სატელეფონო კვანძის უფროსის მოადგილე; 1985-1990წწ. კავშირგაბმულობის სამინისტროს თბილისის საბურთალოს რაიონის სატელეფონო კვანძის უფროსი; 1990-1997წწ. კავშირგაბმულობის სამინისტროს სატელეფონო ქსელის მმართველი; 1997-1999წწ. შპს "ჯეოსელის" გენერალური დირექტორი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული აქვს "საუკეთესო კომპანია/ ბიზნესმენ"-ის საპატიო წოდება (1997), ჟურნალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი, საუკეთესო სპონსორის წოდება (1998).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., - 1998-1999. - გვ. 334; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 345

Member of Organizations

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ტრადიციონალისტი", წევრი (1999-2004)

Share: