The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ იმნაიშვილი

თამაზ იმნაიშვილი
დაბადების თარიღი:28 ივლისი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი 1975 წელს, 1987 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 1980-1991წწ. საქართველოს სპორტის დეპარტამენტის ინსტრუქტორი; სასტენდო სროლაში (მრგვალი სტენდი) მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების სამგზის მონაწილე; სსრკ მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი პირად და გუნდურ პირველობაში; XXII და XXVI ოლიმპიურ თამაშებში (1980, მოსკოვი და 1999, ატლანტა) აჩვენა IX შედეგი, XXIV ოლიმპიური თამაშების (1988, სეული) წინასწარ შეჯიბრებაში მოაგროვა 146 ქულა (150-იდან) და სსრკ ნაკრების კიდევ სამ წევრთან ერთად 24 ფინალისტს შორის მოხვდა. ტურნირის ორგანიზატორებმა სსრკ ნაკრების ხელმძღვანელობას ოთხიდან ერთი ფინალისტის მოხსნა დაავალეს, მწვრთნელებმა კი არჩევანი ქართველ სპორტსმენზე შეაჩერეს და იგი ფინალს მიღმა დატოვეს; არის სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1975), მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილის პრიზიორი (1979), ევროპის სამგზის მეორე ადგილის პრიზიორი პირად ასპარეზობაში (1982, 1984, 1985), ევროპის შვიდგზის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1977, 1978, 1980, 1981, 1984, 1985, 1987), ევროპის მესამე ადგილის პრიზიორი პირად ასპარეზობაში (1985), მსოფლიოს ჩემპიონატი, პირად პირველობაში მესამე ადგილის პრიზიორი (1990), მსოფლიოს ჩემპიონატი, პირად პირველობაში მეორე ადგილის პრიზიორი (1993), ღია საერთაშორისო ტურნირის (ქ. ალმატი, ყაზახეთი), პირველი ადგილის მფლობელი (2012). გამოქვეყნებული აქვს ხუთი სტატია; საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ბიოლოგიაში 1988 წელს; მისი ბიოგრაფია შეტანილია ატლანტის ოლიმპიადისადმი მიძღვნილ ცნობარში. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.94; შექმენი საუკეთესო ისტორია: mematiane.geწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.134

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ვიცე-პრეზიდენტი (1994-2004)
  • საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაცია, ვიცე-პრეზიდენტი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - მსოფლიოს რეკორდსმენი (125 ქ-125-იდან)
  • 1994 - ღირსების ორდენი
  • 1987 - ევროპის თასის მფლობელი (პირად პირველობაში)
  • 1981 - მსოფლიოს ჩემპიონი (პირად პირველობაში)
  • ღირსების ორდენი
  • სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი

გააზიარე: