Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ იმნაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი 1975 წელს, 1987 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1980-1991წწ. საქართველოს სპორტის დეპარტამენტის ინსტრუქტორი; სასტენდო სროლაში (მრგვალი სტენდი) მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების სამგზის მონაწილე; სსრკ მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი პირად და გუნდურ პირველობაში; XXII და XXVI ოლიმპიურ თამაშებში (1980, მოსკოვი და 1999, ატლანტა) აჩვენა IX შედეგი, XXIV ოლიმპიური თამაშების (1988, სეული) წინასწარ შეჯიბრებაში მოაგროვა 146 ქულა (150-იდან) და სსრკ ნაკრების კიდევ სამ წევრთან ერთად 24 ფინალისტს შორის მოხვდა. ტურნირის ორგანიზატორებმა სსრკ ნაკრების ხელმძღვანელობას ოთხიდან ერთი ფინალისტის მოხსნა დაავალეს, მწვრთნელებმა კი არჩევანი ქართველ სპორტსმენზე შეაჩერეს და იგი ფინალს მიღმა დატოვეს; არის სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1975), მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილის პრიზიორი (1979), ევროპის სამგზის მეორე ადგილის პრიზიორი პირად ასპარეზობაში (1982, 1984, 1985), ევროპის შვიდგზის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1977, 1978, 1980, 1981, 1984, 1985, 1987), ევროპის მესამე ადგილის პრიზიორი პირად ასპარეზობაში (1985), მსოფლიოს ჩემპიონატი, პირად პირველობაში მესამე ადგილის პრიზიორი (1990), მსოფლიოს ჩემპიონატი, პირად პირველობაში მეორე ადგილის პრიზიორი (1993), ღია საერთაშორისო ტურნირის (ქ. ალმატი, ყაზახეთი), პირველი ადგილის მფლობელი (2012). გამოქვეყნებული აქვს ხუთი სტატია; საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ბიოლოგიაში 1988 წელს; მისი ბიოგრაფია შეტანილია ატლანტის ოლიმპიადისადმი მიძღვნილ ცნობარში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.94; შექმენი საუკეთესო ისტორია: mematiane.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.134 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |