The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თედო ისაკაძე

თედო ისაკაძე
დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1966  (57 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1989 წელს. 

1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; აქვეყნებდა სტატიებს ფილოლოგიის, მითოლოგიისა და ხელოვნების საკითხებზე; 1995-1999წწ. აქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმის და  ქვემო სვანეთის მხარეში (გუბერნატორი); 1999-2002წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე (ვიცე-პრემიერ მინისტრი). 2011 წლიდან კომპანიების "ისტერნ ენტერფრაიზ გრუპ"-სა და "კინგ ენტერფრაისის ჯი"-ს პრეზიდენტი. საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.98

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "სტუდენტური პრეს-კლუბი", დამფუძნებელი, წევრი (1987-)
  • კომპანია "ინტერკატალოგი"(გამომცემლობა), დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (2003-)
  • კომპანია "მისტერ გრინი"(HoReCa, კეტერინგა), დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (2003-)
  • მოძრაობა "საქართველოს პოლიტიკური კლუბი", ერთ-ერთი დამფუძნებელი (1993-)
  • საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი, თავჯდომარე (1994-1995)

გააზიარე: