შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით გოცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა მოსკოვის ნ. პიროგოვის სახელობის II სამედიცინო ინსტიტუტი 1976 წელს. 1976-1978 წწ. იყო ონკოლოგიის საკავშირო სამეცნიერო ცენტრის ორდინატორი ონკოლოგია-ქირურგიის დარგში; 1978-1981 წწ. ამავე ცენტრის კლინიკური ასპირანტი ონკოლოგიის დარგში; 1982-1985 წწ. რუსეთის საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის უროლოგიური განყოფილების მეცნიერ მუშაკი; 1986 წლიდან მუშაობდა საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის უროლოგიის განყოფილებაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ განყოფილების გამგედ, 2004 წლიდან იყო ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგიის განყოფილების კონსულტანტი; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის; ონკოლოგ–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1992). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.128; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. -თბ., 2012.-გვ.180 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |