The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ბურკაძე

ვახტანგ ბურკაძე
Date of birth:10 June, 1931
Date of death:June, 2009  (at 77 years)
Category:Scientist, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი 1954 წელს.

1958 წელს იყო საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–მუშაკი; 1959 წლიდან იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე, 1973 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში, ხოლო 1988 წლიდან დირექტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. აგროეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1979).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.506; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.113

Member of Organizations

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ– კორესპონდენტი (1991-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1992-)

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების მედალი
    აგრარული მეცნიერების განვითარებაში, ახალგაზრდა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

Bibliography


Share: