The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფელიქს ღლონტი

ფელიქს ღლონტი
სხვა სახელი:ფილიპე ღლონტი
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:29 აგვისტო, 2012  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კომპოზიტორი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტი 1954 წელს; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია - 1954 წელს.

1978 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია. მისი შემოქმედების ძირითადი სფეროებია სიმფონიური და სათეატრო მუსიკა. მისი ნაწარმოებებია: 12 მონუმენტური სიმფონია, 2 მონუმენტური ოპერა ("იბერიელები", "კლეოპატრა"), ბალეტი ("განთიადი"), მრავალი ინსტრუმენტული (საფორტეპიანო, სავიოლინო, სავიოლონჩელო) კონცერტი, სიმებიანი კვარტეტები, მუსიკა კინოფილმებისათვის და სხვ. იგი აქტიურად მოღვაწეობდა, როგორც საოპერო, ისე ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ჟანრში. პირველად კომპოზიტორის ნაწარმოები-საფორტეპიანო კონცერტი საზოგადოებისთვის 1954 წელს გახდა ცნობილი და შემოქმედს სახალხო აღიარება მოუტანა. პირველი წარმატება კი საერთაშორისო ასპარეზზე კომპოზიტორმა 1961 წელს, ბრიუსელში გამართულ კონცერტზე მოიპოვა, სადაც მისი "რომანტიკული სიმფონია" შესრულდა. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია, აშშ-ის ფირმა Power Station-ის პრემია, საკავშირო პრემია, ბალეტისათვის "განთიადი" (1967), პროკოფიევის სახელობის კომპოზიტორთა III საერთაშორისო კონკურსის I პრემია (1999).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - თბ. –1998-1999. -გვ.333; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.58; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015.–გვ.500; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.375; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი, გამგეობის მუდმივი წევრი (1991-2012)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1992 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1979 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1963 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • ს. პროკოფიევის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი

გააზიარე: