შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ გოცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1964 წელს. 1971-1983წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად; 1986-1988წწ. იყო თბილისის "მხატვრის სახლის" დირექტორი; 1988-2005წწ. საქართველოს სამუზეუმო–საგამოფენო გაერთიანების "სურათების ეროვნული გალერეის" გენერალური დირექტორი; 1994 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში; მისი ძირითადი ნამუშევრებია: "ლურჯა ცხენები" (1965), "დაბადება" (1965), "ეფემერები" (1966), "ჩემი საუკუნე" (1980), "ჩემი თბილისი" (1987), "სულიერი საქართველო" (1991); მონუმენტური მხატვრობის ნიმუშები: კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზის მოხატულობა (1998), მართვის სისტემების ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზი (1980, თბილისი); პერსონალური გამოფენები: თბილისი (1976), მოსკოვი, ნიუ–იორკი, სან–დიეგო (1989), თბილისი (2003); ფერმწერი, პროფესორი (1996). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.128; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.45 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |