The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ კაკულია

მერაბ კაკულია
დაბადების თარიღი:19 ივნისი, 1961  (62 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით 1988 წელს.

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით 1988 წელს.

1987-1991წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი, მასწავლებელი, დოცენტი; 1988-1989წწ. სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკურ გამოკვლევათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ეკონომიკის მართვის ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების გამგე; 1989-1990წწ. ავსტრიულ ბანკში "ცენტრალურ შპარკასსე უნდ" (ვენა) სტაჟიორი; 1992-1993წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი; 2000-2005წწ. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველი საქართველოდან და საერთაშორისო საანგარიშსწორებო სისტემა  SWIFT-ის ეროვნული კოორდინატორი (1997-2005); 2002-2004წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმსიფო უნივერსიტეტის დოცენტი და პროფესორი; 2005- 2010წწ. იგი მუშაობდა ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის  (GEPLAC) მთავარ ეკონომიკურ ექსპერტად და ჟურნალ "საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების" მთავარ რედაქტორად; 2005 წლიდან  არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის  (GFSIS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2013 წლიდან  ფინანსური სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის ცენტრის დირექტორი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის პროფესორი. მისი მეცნიერული პუბლიკაციები ეხება მაკროეკონომიკის, მონეტარული პოლიტიკის, საბანკო სექტორის განვითარების, სავაჭრო პოლიტიკის, საერთაშორისო ეკონომიკისა და  სხვა საკითხებს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კაპიტალის საერთაშორისო ცენტრალიზაციის ფორმები და წინააღმდეგობანი", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 2002 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.102; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის: gipa.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სააქციო-უნივერსალური ბანკის "იბერიაბანკი" დირექტორთა საბჭო, თავმჯდომარე (1991-1992)
  • საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია , წევრი
  • საქართველოს ეროვნული ბანკი, ვიცე-პრეზიდენტი (1992-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისია, პასუხისმგებელი მდივანი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: