The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ბუაჩიძე

დაბადების თარიღი:28 ივნისი, 1893
გარდაცვ. თარიღი:5 ნოემბერი, 1969  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ხარაგაულის რაიონი(შორაპნის მაზრა), სოფელი ფარცხნალი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1927 წელს.

1932–1935წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1933–1936წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კანისა და ვენერიულ სნეულებათა კათედრის გამგე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დერმატოლოგ–ვენეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1943).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.488

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: